ჯადოსნური ღილაკი რომ არსებობდეს, რომელსაც მწეველი თითს დააჭერდა და დილით ისე გაიღვიძებდა, თითქოს სიგარეტი არასოდეს მოეწიოს, მთელ ქვეყნიერებაზე მწევლებად მხოლოდ მოზარდები დარჩებოდნენ, რომელნიც ჯერ ექსპერიმენტის სტადიაში არიან.

ერთადერთი რამ, რის გამოც სიგარეტი ვერ გადაგვიგდია - მხოლოდ შიშია! იმის შიში, რომ გათავისუფლების გზაზე განუსაზღვრელად ხანგრძლივი სატანჯველი უნდა განვიცადოთ, სურვილი ვერ დავიკმაყოფილოთ. შიში, რომ სიგარეტის გარეშე სიამოვნებას ვერ მოგვანიჭებს ვერც სასმელ-საჭმელი და ვერც მეგობრებთან ყოფნა.

შიში, რომ გულისყურის კონცენტრირებას ვერასოდეს შევძლებთ, სტრესს ვერ დავძლევთ, თავდაჯერებულნი ვერ ვიქნებით. შიში, რომ ჩვენი პიროვნება, ჩვენი ხასიათი გადასხვაფერდება.

მაგრამ ყველაზე მეტად იმისი გვეშინია, რომ მონებად ვიქეცით, მთლიანად ვერასოდეს გავთავისუფლდებით და რაც ამქვეყნად არსებობის დღენი დაგვრჩენია, სიგარეტზე ვიოცნებებთ.

თუ თქვენ, როგორც მე ოდესღაც, სიგარეტის გადაგდების ყველა ტრადიციული მეთოდი სცადეთ, რასაც მე „ნებისყოფის მეთოდს" ვუწოდებ, და ყველა სატანჯველი განიცადეთ, არამარტო დაემორჩილებით ამ შიშის გავლენას, არამედ დარწმუნდებით, რომ მოწევას თავს ვერასოდეს დაანებებთ
დაგვიკავშირდით

E-mail: ak@nosmoking.ge
Phone: +995 555403035


Easy Way Georgia, თბილისი, ბერიტაშვილის 17, ი/მ ავთანდილ კოლაშვილი

Made on
Tilda