ალენ კარის მეთოდი

ენერგია

მწეველთა უმეტესობამ იცის, სისხლძარღვთა გამუდმებული დანაგვიანების, ჟანგბადისა და საკვებ ნივთიერებათა უკმარისობის პროცესი ფილტვებზე რა ზემოქმედებასაც ახდენს, მაგრამ არ იციან, ეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დონეზე როგორ მოქმედებს.

ნიკოტინის მახის ერთ-ერთი მზაკვრული თავისებურება ის არის, რომ ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე ამ პროცესის ზემოქმედება ისე თანდათანობით და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ვერცკი ვამჩნევთ და ეს ნორმალურად მიგვაჩნია. მოწევის ზემოქმედება ბევრი რამით არასწორი კვების ჩვევის ეფექტს წააგავს. ღიპი ისე თანდათანობით გვეზრდება, რომ ეს ზრდა არ გვაშფოთებს. 

როცა ჩასუქებულ ადამიანებს ვუყურებთ, ვერ გაგვიგია, თავი ასეთ დღეში როგორ ჩაიგდეს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ერთ ღამეს მოხდა. როცა დასაძინებლად დაწექით, ტანწერწეტა და დაკუნთული იყავით, 65 კილოგრამს იწონიდით, ერთი გრამი ზედმეტი ცხიმიც არ გქონდათ. მაგრამ როცა გამოიღვიძეთ, თურმე 85 კილოგრამი გამხდარხართ. ჩასუქებულხართ, გაფიჟვინებულხართ, ღიპი წამოგზრდიათ. იმის ნაცვლად, დასვენებული და ძალ-ღონე მოკრებილი, ხალისიანად რომ წამომხტარიყავით, მოთენთილსა და ხალისდაკარგულს გამოგეღვიძათ და თვალები ძლივს გამოახილეთ. ალბათ პანიკა დაგეუფლებოდათ, ღამით რა სენი შემყრიაო. მაგრამ ეს ხომ იგივე სენია - უბრალოდ, ამ მდგომარეობამდე მისვლას 20 წელი მოანდომეთ.
image
თქვენი სხეულისა და გონების დროში გადაადგილება რომ მომახერხებინა, რათა გენახათ, თავს როგორ იგრძნობდით მოწევისთვის თავის დანებებიდან თუნდაც მხოლოდ სამი კვირის შემდეგ, ეს საკმარისი იქნებოდა თქვენს დასარწმუნებლად, მოწევას თავი რომ უნდა დაანებოთ. მაშინ იფიქრებდით: „ნუთუ თავს მართლა ასე ბედნიერად ვიგრძნობ?“
რჩევები
Made on
Tilda