ალენ კარის მეთოდი

 დროის შერჩევა

ალენ კარი
იმის მინიშნებას არ ვაპირებ, რომ სწორედ ახლაა შესაფერისი დრო მოწევის მისატოვებლად, რადგან მოწევა თქვენთვის არავითარი სასიკეთო შედეგის მომტანი არ არის. მაგრამ მაინც მჯერა, რომ დროის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

ჩვენი საზოგადოება ქარაფშუტულად მიიჩნევს მოწევას ოდნავ არასასიამოვნო ჩვევად, რამაც შესაძლოა,ჯანმრთელობას ავნოს. ეს ასე არ არის. მოწევა ნარკოტიკული მიჯაჭვულობა, სნეულება და „ნომერი პირველი“ მკვლელია. 

ნიკოტინზე მიჯაჭვა საშინელებაა, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე მიჯაჭვულად დარჩენა უფრო საშინელია.

ნიკოტინზე მიჯაჭვულობისგან განსაკურნავად შესაფერი დროის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად.უპირველს ყოვლისა, დაადგინეთ ის მომენტები და მოვლენები, როცა მოწევა აუცილებლად მიგაჩნიათ. თუ ბიზნესმენი ხართ და სტრესის მოცილების ილუზიის გამო ეწევით, შედარებით მშვიდი დრო შეარჩიეთ, მაგალითად, ყოველწლიური შვებულება. თუ მოწყენილობისა და უსაქმობის გამო ეწევით, რაიმე საქმიანობას შეუდექით. ყველა შემთხვევაში პრობლემას სერიოზულად მიუდექით და ეს მცდელობა თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად აქციეთ.მომდევნო სამ კვირას დაკვირვებით გახედეთ და შეეცადეთ, გამოიცნოთ ყველა მოვლენა, რამაც შეიძლება, მარცხი გამოიწვიოს. ქორწილი თუ შობა-ახალი წელი ნუ შეგაფერხებთ, თუ თქვენ ეს ადრევე გათვალისწინებული გქონდათ და ამიტომ თავს დაჩაგრულად არ იგრძნობთ. ხოლო მანამდე მოწევას ნუ შეამცირებთ, რადგან ეს აძლიერებს ილუზიას, რომ სიგარეტი სიამოვნების მომნიჭებელია. სინამდვილეში ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: ყელში რაც შეიძლება მეტი სისაძაგლე ჩაუშვათ. ბოლო სიგარეტს როცა მოწევთ, მისი საშინელი სუნი და გემო კარგად გააცნობიერეთ და გაიაზრეთ, რა დიდებული იქნება, როცა თავს მოწევის მიტოვების ნებას მისცემთ.

სრული ვერსიის წასაკითხად შეუკვეთე წიგნი



რჩევები
Made on
Tilda