ალენ კარის მეთოდი

ნებისყოფა

მოწევისთვის თავის დანებება
ჩვენს საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ მოწევისთვის თავის დანებება ძნელია. ის წიგნებიც კი, რომლებიც მოწევისთვის თავის დანებებას ურჩევენ, ჩვეულებრივ, იმაზე საუბრით იწყება, ამის აღსრულება როგორ გაგიძნელდებათ. სინამდვილეში კი ეს სასაცილოდ იოლია. ამგვარი მტკიცება ალბათ დაგაეჭვებთ, მაგრამ უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

თუ მიზნად გაქვთ დასახული, რომ ერთი მილი ოთხ წუთზე ნაკლებ დროში გაირბინოთ, ეს ძნელი იქნება. წლობით უნდა ივარჯიშოთ და მაშინაც კი, იქნებ მაინც ვერ შეძლოთ. ჩვენი მიღწევების უმეტესი ნაწილი ჩვენს გონებაში ხორციელდება. განა უცნაური არ არის, ეს რა ძნელი იყო მანამდე, სანამ ბანისტერი (როჯერ ბანისტერი: ინგლისელი ექიმი და მორბენალი, რომელმაც ერთი მილი (1.6კმ) ოთხ წუთზე ნაკლებ დროში პირველმა გაირბინა) რეკორდს დაამყარებდა, ხოლო დღეს კი ჩვეულებრივი ამბავია,
მოწევისთვის თავის დასანებებლად კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო:
აღარ უნდა მოწიოთ.

image
მოწევას არავინ გაძალებთ (საკუთარი თავის გარდა) და საჭმლისა და სასმლისგან განსხვავებით სიცოცხლის შესანარჩუნებლად არ გესაჭიროებათ. ამიტომ გაუგებარია, მოწევისთვის თავის დანებება, სახელდობრ, რატომ უნდა გაგიჭირდეთ? მოწევისთვის თავის დანებების პროცესს ნებისყოფის მეთოდის გამოყენება აძნელებს. ჩემი განსაზღვრით ნებისყოფის მეთოდი მწეველს იმ შეგრძნებას უნერგავს, რომ მან მსხვერპლი უნდა გაიღოს. მოდი, ეს დაწვრილებით განვიხილოთ.გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, რომ მწეველები გავმხდარიყავით. პირველ სიგარეტებს საცდელად ვეწეოდით და რაკიღა საშინელ გემოს ვგრძნობდით, დარწმუნებულნი ვიყავით, თავს შევიკავებდით, როცა მოვისურვებდით. პირველ რამდენიმე სიგარეტს ბოლომდე მეტწილად ძალდატანებით ვეწევით და ეს, ჩვეულებრივ, სხვა მწეველებთან ერთად ყოფნისას ხდება. სანამდე გავაცნობიერებდეთ, რას ვჩადივართ, სიგარეტს უკვე რეგულარულად ვყიდულობთ და ყოველდღე ვეწევით. მოწევა უკვე ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდება. ყოველთვის ვამოწმებთ, სიგარეტი თან გვაქვს თუ არა. უკვე აზრი გვიყალიბდება, რომ წვეულებებზე თავს უკეთესად ვგრძნობთ, როცა ვეწევით და მოწევით სტრესს თავიდან ვიცილებთ.


ფიქრადაც არ მოგვდის, რომ ნასადილევს მოწეული სიგარეტის გემო იმავე კოლოფიდან დილას მოწეული სიგარეტის გემოსგან სრულებით არ განსხვავდება.


სრული ვერსიის წასაკითხად - შეუკვეთე წიგნი
რჩევები
Made on
Tilda