როგორც, ყველა მიზნის მისაღწევად, სიგარეტის დასანებებლადაც, მთავარია სურვილი და ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზად კი ალენ კარის წიგნი მიმაჩნია🤩
ნებაყოფლობითი მონობა - ყველაზე სწორი სათაურია სიგარეტზე დამოკიდებულებისთვის, ხოლო მისგან გათავისუფლება კი - ყველაზე დიდი გამარჯვება!
მადლობა ალენ კარს, რომ ჯადოსნურად მოახერხა ჩემი გამოფხიზლება და სიგარეტის მიმართ ჩემი დამოკიდებულების სრული ცვლილება.
რატომ ეწევი სიგარეტს? რას გაძლევს სიგარეტი? რას დაკარგავ სიგარეტს თუ დაანებებ თავს? რა პასუხიც არ უნდა გაიფიქრო, ან ოდესმე გიფიქრია, ალენ კარს მზად აქვს არგუმენტები, რომ დაგაჯეროს რამდენად ილუზორულია სიგარეტის საჭიროება. რაც მთავარია, თავს არ გვაბეზრებს ისეთი ბანალური მიზეზებით, თუ როგორ აზიანებს ჯანმრთელობას სიგარეტი და რამდენ ფულს ვხარჯავთ, რაც ყოველმა ჩვენგანმა ისედაც კარგად იცის.
მოკლედ, თუ გინდათ სიგარეტისთვის თავის დანებება და ეს რთული გგონიათ ეს ნამდვილად არ აღმოჩნდა მართალი, უბრალოდ ჩაუჯექით ამ წიგნს და ის ჰიპნოზივით იმოქმედებს.. დაგანახებთ რა შიშები გიქნმნით წინააღმდეგობას, რომ ეს გამარჯვება მოიპოვოთ და ასევე სიგარეტის ხაფანგის პრინციპებსაც გაგაცნობთ.
გისურვებთ დაკბეთ სიგარეტისგან თავისუფლების შეგრძნებით!!!
შეუკვეთე წიგნი - www.nosmoking.ge