10 მიზეზი რატო დავანებოთ სიგარეტს თავი

გადააგდე სიგარეტი ალენ კარის მეთოდით
ყველამ ვიცით, რომ მოწევა მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ, გიფიქრიათ, ზუსტად როგორ გახდის სიგარეტის გადაგდება ჩვენს ცხოვრებას უკეთესს? ჩვენ თავი მოვუყარეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების 10 შედეგს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის მოწევის შეწყვეტის შემდეგ.

მოწევის გადაგდება გააუმჯობესებს სუნთქვას

თქვენ გაგიმარტივდებათ სუნთქვა და აღარ დაახველებთ ხშირად, როდესაც თავს დაანებებთ მოწევას. გახსოვდეთ, რომ ფილტვების მოცულობის გაზრდას 10%_ით ესაჭიროება 9 თვე.

20-30 წლის ასაკში მოწევას შეიძლება არ ჰქონდეს ისეთი შესამჩნევი ეფექტი თქვენს ფილტვებზე, მანამ, სანამ თავს ფიზიკურად არ დაიტვირთავთ. ასაკის მატებასთან ერთად ფილტვების მოცულობა ბუნებრივად მცირდება. მოწევის გადაგდებით შეძლებთ ფილტვების გაუმჯობესებას, რაც შემდგომ წლებში ნიშნავს ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას.

სიგარეტისთვის თავის დანებება მოგცემთ მეტ ენერგიას

მავნე ჩვევის შეწყვეტიდან 2-12 კვირის განმავლობაში თქვენი სისხლის მიმოქცევა სტაბილურდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაგიმარტივდებათ ყველნაირი ფიზიკური აქტივობა: სიარული, სირბილი, ბავშვებთან თამაში, ვარჯიში და სხვა.

თქვენ ასევე გააუმჯობესებთ თქვენს იმუნურ სისტემას, ანუ უფრო მარტივად გაუმკლავდებით გაციებასა და გრიპებს. ჟანგბადის ზრდა სხეულში შეამცირებს დაღლილობას და თავის ტკივილის ალბათობას.

შეწყვიტე მოწევა და განიცადე ნაკლები სტრესი

ნიკოტინის დოზის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. ჩვენ შეიძლება ისიც კი გვეგონოს, რომ სიგარეტი ყველაზე კარგად უმკლავდება სტრესს, მაგრამ ეს ასე არ არის. ბევრმა მეცნიერულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ მოწევის შეწყვეტის შემდგომ სტრესის დონე მცირდება.

კარგი გამოსავალია სტრესთან გასამკლავებლად მოწევის ჩანაცვლება უფრო ჯანმრთელი მეთოდებით, როგორებიცაა: მეტი აქტიურობა, ადამიანებთან ურთიერთობა, საკუთარი თავით დაკავება და სხვა მრავალი. მსგავსი საშუალებები თქვენ მოგცემთ ნამდვილ სარგებელს.

სიგარეტის გადაგდება ნიშნავს უკეთეს სექსუალურ ცხოვრებას

სიგარეტის გადაგდება იწვევს სხეულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რაც იწვევს მეტ მგრძნობელობას. კაცებში ეს გამოიხატება უკეთესი ერექციით, ხოლო ქალებმა კი შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი ორგაზმი უმჯობესდება.

ასევე ცნობილია, რომ არამწეველები უფრო მიმზიდველები არიან პოტენციური პარტნიორებისთვის ვიდრე ნიკოტინზე დამოკიდებულები.

მოწევის დანებება ზრდის ნაყოფიერებას

არამწეველებს უფრო უადვილდებათ დაორსულება. მოწევის შეწყვეტა აუმჯობესებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, ხოლო მამაკაცების სპერმა კი უფრო ძლიერი ხდება.

არამწეველბში ნაკლები ალბათობაა მუცლის მოშლის და მეტი შანსი, რომ დაორსულდნენ IVF_ის (ხელოვნური განაყოფიერების) გზით თუ ეს საჭიროა.

უფრო მეტიც სიგარეტის გადაგდება ხელს უწყობს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას.

ნიკოტინისთვის თავის დანებება აუმჯობესებს ყნოსვასა და გემოს

როდესაც თქვენ შეწყვეტთ მოწევას, თქვენი ყნოსვის და გემოვნების შეგრძნებები ძლიერდება. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ საკვების გემო და სუნი განსხვავებულია, რადგან თქვენი პირი და ცხვირი გამოჯანმრთელდება სიგარეტში ნაპოვნი ასობით ტოქსიკური ქიმიკატისგან.

მოწევის გარეშე თქვენ გექნებათ ბევრად ახალგაზრდა კანი

მოწევის შეწყვეტა ანელებს სახის დაბერებას და აფერხებს ნაოჭების გაჩენას. არამწეველთა კანი იღებს მეტ საკვებ ნივთიერებას, მათ შორი ჟანგბადს. მოწევის შეწყვეტა მწეველებში გავრცელებულ ფერმკრთალობას ებრძვის.

არამწეველებს აქვთ თეთრი კბილები და მოწესრიგებული პირის ღრუ

თამბაქოზე უარის თქმა აჩერებს კბილების დალაქავებას და თქვენ გექნებათ უფრო სუფთა სუნთქვა. არამწეველებს ნაკლებად აქვთ ღრძილების დაავადებები და კბილებზე პრობლემები.

მოწევისგან თავისუფალი სახლი იცავს თქვენს ახლობლებს

თუ შეწყვეტთ მოწევას, თქვენ დაიცავთ თქვენი არამწეველი მეგობრებისა და ოჯახის ჯანმრთელობასაც. პასიურ მწეველებში იზრდება ფილტვის კიბოს, გულის დაავადებების და ინსულტის რისკი.

ბავშვებში ის აორმაგებს გულმკერდის დაავადებების რისკს, მათ შორის პნევმონიას, ყურის ინფექციებსა და ასთმას. მათ ასევე აქვთ 3-ჯერ მეტი რისკი, რომ შემდგომ ცხოვრებაში დაემართოთ ფილტვის კიბო, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არამწეველებთან ერთად ცხოვრობენ.

არ მოწიო და დიდხანს იცოცხლე

მწეველების უმრავლესობა იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან, მათ შორის გულის დაავადებების, ფილტვის კიბოს და ქრონიკული ბრონქიტისგან. რაც ყველაზე ცუდია, ეს შეიძლება მოხდეს ადრეულ ასაკში.

ადამიანი, რომელიც 30 წლის ასაკში ეშვება მოწევას საკუთარ თავს მატებს 10 წლის სიცოცხლეს. ხოლო, ვინც 60 წლის ასაკში მოიშორა ეს მავნე ჩვევა, 3 წელს უმატებს თავის სიცოცხლეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არასოდეს არის გვიან შეჩერება. მოწევაზე უარის თქმა არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებას მატებს წლებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების შემცირების, აქტიური ცხოვრებისა და ბედნიერი სიბერის შანსებს.

თუ გსურს, რომ მოიშორო ეს მავნე ჩვევა დღესვე, გაეცანი ალენ კარის მეთოდს

Click to order
შეკვეთა
Total: 
სახელი
გვარი
ქალაქი
მიწოდების მისამართი
მითითებულ მისამართზე მოხდება წიგნის მიწოდება
ტელეფონის ნომერი
ფასდაკლების გასააქტიურებლად მიუთითეთ პრომოკოდი
მიწოდება
წიგნის მიწოდება ხდება 1-2 სამუშაო დღის ვადაში
Made on
Tilda