უცებ აღმოვაჩინე, რომ ამასობაში სიგარეტს ძალიან ღრმად გაუდგამს ფესვები ჩემს ირგვლივ. სიგარეტზე ვარ აწყობილი ფაქტიურად. საფერფლეები აივანზე, სიგარეტის კოლოფი მუდმივად (!), რამდენიმე ღერი გადანახული მანქანაშიც და სახლშიც-უცებ რომ დამიმთავრდეს? არაფერს ვამბობ სუნზე, დახარჯულ ფულზე, ამომწვარ ტანსაცმელზე. ყველა ეწევა ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობრების უმეტესობა, თანამშრომლები.
სიგარეტი ყველგან არის თურმე, ყველგან!
კარგი, მოდი დავანებოთ მოწევას თავი. კიბატონო. როდის?
- თვის ბოლოს მაქვს 2 საქმე ბოლომდე მისაყვანი, მივიყვან თუ არა სიგარეტსაც შევეშვები.
- მოდი ასე ვქნათ, ავიღოთ აუზის აბონემენტი და ეგრევე ვარჯიში დავიწყოთ, უფრო ადვილად დავანებებ.
- დღეს არ მოვწევ. 3 საათამდე. ეგეც საქმეა.
- კაი მოდი ეხლა მოვწევ ერთ ღერს და 5-მდე არ მოვწევ.
- ხვალ დალევა მიწევს და მაინც მოვწევ, ამიტომ ზეგიდან უეჭველი აღარ მოვწევ.
- მოდი დღეში მოვწიოთ 2 ღერი. ერთი დილით და ერთი საღამოს. არა, 2 ცოტაა. სამი. შუადღეს ერთიც. 7 ღერი. ჩათვალე სამჯერ ნაკლებს ვეწევი. არადა ამ წონაში მომატებაც არ მინდა. უხხ!
- ყავა მინდა, არადა ყავა რო დავლიო უეჭველი წამიღებს. კაი ერთს არაუშავს.
- რატომ ვერ ვანებებ??? რატომ??? რატომ???
- არ მინდა მოწევა, არ მინდა! ვსიო, არ მინდა! არადა მინდა! არა, მე არ მინდა, მაგრამ ორგანიზმს უნდა, ლომკა მაქვს. ამის დედაც.
3 თვე ვანებე თავი, უფრო სწორედ 20 დღე და 2 კვირა.. ეს იყო ძალიან სტრესული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ეს იყო მუდმივი კითხვები საკუთარ თავთან : მერე რა იქნება??? იქნება კი მერე რამე? ან საერთოდ მივალ იქამდე? რას ავიჩემე დანებება, იქნებ ჯერ არ ვარ მზად? იქნებ უნებისყოფო ვარ და ჯობია ამას მივეჩვიო ?